Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გია თევდორაძე ქუთაისში საქონლის გადაადგილების მარშრუტით რომ არის დაინტერესებული, ეს ცუდი ნამდვილად არ არის"

თარიღი : 7-09-2015, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილება პარლამენტის წევრის, "ნაციონალი" გია თევდორაძის განცხადებას პასუხობს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ოპოზიციონერი დეპუტატის იმ კრიტიკას პასუხობენ, რომლის თანახმად, დეპუტატი ქალაქის მერიას დეზორგანიზებულობაში ადანაშაულებს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების პრევენციისთვის ზომების გატარებას ურჩევს.

"პარლამენტის "ნაციონალი" დეპუტატი გია თევდორაძე, რომ ქალაქში საქონლის გადაადგილების მარშრუტით არის დაინტერესებული, ეს ცუდი ნამდვილად არ არის. მას ეს ქალაქის საკეთილდღეო საქმეში შეტანილ წვლილში ჩაეთვლება. მისი მერობის პერიოდში კი ეს საკითხი უფრო აქტუალური იყო.

2011- 2012 წლების სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში 437 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაფიქსირებული. აქედან უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ასევე გაუსაძლისი მდგომარეობა იყო ნიკეას ნაგავსაყრელზე, სადაც ყოველდღიურად ასობით პირუტყვი შედიოდა. 2013 წელს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის მოგვარებაც შეძლო. ტერირტორია სუფთავდება და დაცულია ყოველგვარი ეპიდემიის გავრცელებისგან.

ქუთაისში, უქიმერიონის ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავლის წყაროს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. ამის მიუხედავად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაუშვებელია პირუტყვის გადაადგილება. ამიტომაც, ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები“ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს რეიდებს. დაჭერილი პირუტყვი გადაჰყავს სპეციალურ სადგომზე და ხდება ურჩი მეპატრონის დაჯარიმება," - აცხადებენ ქალაქის მერიის დასუფთავების განყოფილებაში.


ნანახია: 1848-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისისთვის ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კვლავ პრობლემად რჩება.
თამაზ დეისაძის განცხადებით, 12 დღეში 26 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიჭირეს. საქონელს ძირითადად პარლამენტის მიმდებარე
"ნაციონალი" დეპუტატი ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილდება.
დაკავებული პირუტყვი მერიის ააიპ 'სპეციალური სერვისების' თანამშრომლებმა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით აღმოჩენილ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე ზედამხედველობა ააიპ "სპეციალურ

ამინდი