Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულელი ქალბატონი: განსაკუთრებულ მადლობას ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ვეუბნები

თარიღი : 6-09-2015, 19:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში მცხოვრები ის ქალბატონები, რომელთა მეუღლეები მეშახტეები იყვნენ, მარჩენალდაკარგულის პენსიის მიღებას შეძლებენ. მარჩენალდაკარგულებს ქვეყნის ხელისუფლებამ შახტების პრივატიზების შემდეგ 6 თვის პენსია ერთჯერადად გადაუხადა და დახმარება შეუწყვიტა. პრემიერ -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 11 ივნისის დადგენილებით კი მათ პენსია აღუდგათ.

დოდო წიქრიძე ტყიბულში ცხოვრობს. ის 78 წლისაა. პენსიას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2001 წლიდან იღებდა. ქალბატონის მეუღლე 27 წლის განმავლობაში მეშახტედ მუშაობდა. დოდო წიქრიძე იმედოვნებს, რომ მალე ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიენიჭება და ამ მკაცრ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქდებათ.

“წინა, სააკაშვილის მთავრობამ მოგვიხსნა ეს პენსია. არავის არაფერი არ განუმარტავს, უბრალოდ, მოგვცეს მიზერული კომპენსაცია და ეს იყოს სულ, ერთი სიტყვაც კი არავის უთქვამს. ამ მთავრობამ აღგვიდგინა დახმარება, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებულ მადლობას ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები. მათ დაგვიბრუნეს ის, რაც სააკაშვილის მთავრობამ წაგვართვა. ასევე მადლობა ჩვენს მაჟორიტარს. რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ქალაქისა და რაიონისთვის, ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო და ვიცი, რომ მომისმენს,“-ამბობს დოდო წიქრიძე.


ნანახია: 2452-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია ჯამში 50 ლარით გაიზარდა, თუმცა გარდა პენსიისა, მთავრობამ სხვა ბევრი სოციალური პროექტი
პენსიის ზრდა ყველა პენსიონერს შეეხება.

ამინდი