"მოგზაურთა კლუბი" -ქუთაისში ახალი ტურისტული კომპანია იხსნება
თარიღი : 6-09-2015, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, წერეთლის ქუჩა #67-ში, ახალი ტურისტული კომპანია "მოგზაურთა კლუბი" განთავსდება. "მოგზაურთა კლუბი" ოფიციალურად 27 სექტემბერს გაიხსნება. როგორც ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, აღნიშნული თარიღი სპეციალურად შეირჩა. კერძოდ, 27 სექტემბერს სამი წელი სრულდება ავიაკომპანია Wizz Air"-ის მიერ ქუთაისი-კიევის მიმრთულებით შესრულებული პირველი რეისიდან. ხოლო თავად კლუბს, რომელიც ამ დრომდე სოციალური ქსელის საშუალებით ფუნქციონირებდა, ორი წელი უსრულდება.
"facebook-ში არსებული მოგზაურთა კლუბის ჯგუფი უკვე 5 000-ს კაცს ასცდა. მთავარი პრინციპი რაც არის ამ ჯგუფში ისაა, რომ გაწევრიანების მოთხოვნას ჩვენ არ ვაგზავნით, თავისით ინტერესდებიან ადამიანები და შემოდიან ან რეკომენდაციას ახლობლები და მეგობრები უწევენ. იდეა იყო ასეთი, რომ როდესაც ჯგუფი 5 000-ს კაცს ასცდებოდა, ოფიციალურად უნდა დაგვერეგისტრირებინა ტურისტული კომპანია. ამ ეტაპზე იურიდიული მხარე მოგვარებული გვაქვს. ხელშეკრულებები დავდეთ თითქმის ,ყველა ავიაკომპანიასთან რომელიც საქართველოში ახორციელებს ფრენებს და 27 სექტემბერს ვაპირებთ ასე ვთქვათ "გახსნას"," - ამბობს "მოგზაურთა კლუბი"-ს დირექტორი ლაშა მურუსიძე.