"ქუთაისის მერიას მინდა ვკითხო: ქალაქის ცენტრშიც დაგიდით ნახირი?"
თარიღი : 6-09-2015, 00:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოსიარულე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია ასახული.
"ეს ფოტოები დღესაა გადაღებული, ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, თეთრ ხიდთან!!! პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე კარგახანია ცხენების და რქოსანი პირუტყვის საძოვრადაა ქცეული. სასესიო დარბაზში თუ მის გარეთ რამდენიმეჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ თითიც კი არ გაუნძრევია არავის! მექმნება შთაბეჭდილება რომ ან ,,სხვა ქალქში" ცხოვრობს ეს ხალხი, ან ამით ოდნავი დისკომფორტიც კი არ ექმნებათ.
ჩემთვის ეს საკითხი პოლიტიკურ ჩარჩოებს ნამდვილად სცილდება. ვინც მიცნობს, მიხვდება რომ გულწრფელი ვარ. ამიტომ ქუთაისის მერიას საჯაროდ მინდა ვკითხო: ხალხო, მართლა ასეთი დეზორგანიზებულები ხართ რომ ქალაქის ცენტრშიც დაგიდით ნახირი თუ გეგმაზომიერად აკეთებთ ამას, რომ ნარატივი ქუთაისური პროვინციალიზმის შესახებ, კიდევ უფრო მეტად განამტკიცოთ?!," -წერს დეპუტატი.
ცნობისთვის, ქუთაისში, ქალაქში მოსიარულე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაჭერა ააიპ "სპეციალურ სერვისებს" ევალება.