Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - აკაკი ანდღულაძე

თარიღი : 5-09-2015, 23:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ანდღულაძეა.


"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, საქმიანობას არ დავიწყებდი ქალაქის ინდუსტრიალიზაციით. სადაც მივედით, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ქუთაისური ნაწარმი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა და ინვესტიციის მოზიდვა ეს იქნებოდა ჩემი #1 პრიორიტეტი. #2 პრიორიტეტად განათლების დარგში ინვესტიციები მიმაჩნია, რადგან აუცილებელია სკოლამდელი აღზრდის ობიექტების მოდერნიზაცია და დასაქმებულთა ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, შევეცდებოდი დახმარება გამეწია სკოლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლებას ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის სფერო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ძეგლების რესტავრაცია. ყველაფერი ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობდა ხელს. ქუთაისს რეალურად აქვს ისტორია, რომელიც ქვეყნის გარეთ ხელისუფლებამ ბრენდად უნდა აქციოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას ანტიკურ ქალაქში.
გარდა ამისა, ჩემთვის პრიორიტეტული იქნებოდა მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება და მათი ჩართულობა ქალაქის განვითარების პროცესში. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ადამიანებს უნდა უყვარდეთ თავიანთი ქალაქი და შესაბამისად უვლიდნენ კიდეც," - ამბობს აკაკი ანდღულაძე.

თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია.
რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.


ნანახია: 2478-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
]თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ

ამინდი