Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა "თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებებს უარყოფს

თარიღი : 5-09-2015, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ დაარსება ჩემთვის რიგითი თემა არ არის! ეს არის პროექტი, რომელიც ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტია და პასუხისმგებელი ვარ, რომ წყალტუბოში მაღალი სტანდარტის, სანიმუშო ცენტრი გვექნება! არავის მივცემ უფლებას, შშმ პირებზე ზრუნვა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს! “ - ასე გამოეხმაურა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი "თავისუფალი დემოკრატების"ბრალდებს.
მამისეიშვილის თქმით, ინკლუზიური ცენტრი წყალტუბოში თებერვალის თვეში დაფუძნდა და ამავე დროს დაინიშნა ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც დღემდე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
" ჩატარდა ტენდერები, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რამდენიმე ეტაპად გადამზადდა 25 მაძიებელი და ბენეფიციართა მშობლები, ინტენსიური სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს თავად ბენეფიციარებთან, ჩატარდა აქციები ცენტრის ორგანიზებით და რამდენიმე შშმ პირს გადაეცა სპეციალური ინვენტარი და ეტლები. რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, არასდროს გაცემულა ცენტრის თანამშრომლებზე და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. სხვა ყველა პოზიცია, რომელზეც ნეპოტიზმზე იყო მინიშნება, ვაკანტურია და შესაბამისად ნეპოტიზმის ფაქტი არ არსებობს. ესეც საჯარო ინფორმაციაა. დირექტორის ხელფასს რაც შეეხება, ის არ არის განსხვავებული სხვა, უკვე რეორგანიზებული ა(ა).ი.პ.-ის ხელმძღვანელების ხელფასისგან და დარიცხვით 1000 ლარის ოდენობისაა.წყალტუბოს ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი“ 20 ბენეფიციარზეა გათვლილი და ამ წუთამდე 14 განაცხადია რეგისტრირებული.ახლადგარემონტებული და ახალი ინვენტარით აღჭურვილი ინკლუზიური ცენტრის გახსნა სექტემბრის ბოლოს იგეგმება."- აცხადებს კონსტანტინე მამისეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში გაზრდილ ხარჯებზე და ნეპოტიზმზე დაადანაშაულეს.


ნანახია: 2238-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში წმინდა ეკატერინეს სახელობის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა.
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრშიც მივიდა და ბავშვებს დღესასწაული მიულოცა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
საზეიმო ცერემონიალი ტორტის გაჭრითა და კონცერტით დასრულდა.

ამინდი