Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იუბილარი პრეზიდენტის მიერ გავლილი გზა და ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები

თარიღი : 5-09-2015, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პრეზიდენტი იუბილარია, გიორგი მარგველაშვილი 46 წლის გახდა. ქვეყნის პრეზიდენტად ის 2013 წელს აირჩიეს.პროფესიით ფილოსოფოსია. ბავშვობაში გარკვეული პერიოდით, მშობლებთან ერთად სირიაში ცხოვრობდა და რუსულ სკოლაში სწავლობდა. თბილისში სწავლა პირველ სკოლაში განაგრძო, სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.

კარიერა

პრეზიდენტობამდე მარგველაშვილმა დიდი პროფესიული გზა გაიარა. მისი პირველი სამსახური "კავკასუს თრეველი" იყო, 1992-94 წლეში ტურისტულ კომპანიაში სამთო გიდი იყო. ასევე, მუშაოდა "ბიზნეს დღიურებში", მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად.

1995-2000 წლებში მარგველაშვილი მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტში, პოზიცია -ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი/პროგრამის კონსულტანტი.

მუშაობდა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტში. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მარგველაშვილი მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2000-2006 წლეში ის GIPA-ს რექტორი იყო. 2006 წლიდან GIPA-ში კვლევითი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა. 2010 წელს კი ისევ რექტორის პოზიციაზე დაბრუნდა. 2012 წელს ეს სამსახური დატოვა.

პირადი ცხოვრება

პრეზიდენტს ოჯახი ჰყავს, მისი მეუღლე მხატვარი მაკა ჩიჩუაა. ჰყავს ქალიშვილი ანა, რომელიც ძალიან ჰგავს მამას და პატარა თემო, რომელიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვის არის.
მაკა ჩიჩუამ და გიორგი მარგველაშვილმა ერთმანეთი შვილების, მაშოს და ანას მეშვეობით გაიცნეს, გოგონები ბავშვობის მეგობრები არიან და სულ ერთად იყვნენ.

მაკა ჩიჩუამდე პრეზიდენტი ორ ქორწინებაში იმყოფებოდა, მისი პირველი მეუღლე ტასო ვირსალაძეა. როცა შეუღლდნენ ტასო 15 წლის იყო, გიორგი 23-ის, სწორედ ამ ასაკში გახდნენ მშოლები, თუმცა მათი ოჯახი მალე დაინგრა.

პრეზიდენტის მეორე მეუღლე ხათუნა აბაშიძე გახლდათ, ის ლეგენდარული დავით ყიფიანის ცოლი გახლდათ. ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ ხათუნამ და გიორგიმ მალევე იქორწინეს. როგორც ამბობენ, ამის გამო ლევან ყიფიანს და გიორგი მარგველაშვილს ხმაურიანი გარჩევაც ჰქონდათ.

პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძველი ფოტოების გამო, სადაც პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად არის
გადაღებული. ჰყავს საზოგადოებისთვის უცნობი ბავშვობის მეგობრები, რომლესაც დღემდე განსაკუთრებულად უფრთხილდება, არ ავიწყდება მათი დაბადების დღეები, ხშირად იკრიბებიან ერთად სხვადასხვა დღესასწაულებზე.
იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტია, თუ რომელიმე მისი ახლობელი საავადმყოფოში მოხვდა, სისტემატიურად დადის მის სანახავად.

უყვარს ქალაქგარეთ, კერძოდ დუშეთში ყოფნა, სადაც შინაური ცხოველეი ჰყავს და ლამაზი ბაღი აქვს. პრეზიდენტის ოჯახი ძირითად დროს სწორედ დუშეთში ატარებს, ხშირად სალოცავად დუშეთის ტაძარში დადიან.

პრეზიდენტის ჰობს რაც შეეხება, გატაცებულია სპორტით, განსაკუთრებით იზიდავს ცხენოსნობა, უყვარს ფეხით სიარული. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მარგველაშვილის საყვარელი საქმეა ქსოვა და საოჯახო საქმეები, კერძოდ კაფელის დაგება.

პრეზიდენტი მარგველაშვილი გაწონასწორებული ადამიანიც ჩანს. ოპონენტების გაუთავეელი შეურაცხყოფების მიუხედავად არასდროს ჰყვება ემოციებს. მან არაერთი მაგალითი მისცა საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ხიდზე წაქცეულ მოხუცს დაეხმარა და მეორედ მისაქციელთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულებს გაუწია დახმარება.

ambebi.ge


ნანახია: 1916-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში მოსახლეობას ხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონსს ეწვევა.
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ.
გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე 21 თებერვლის პლენარულ სესიაზე წარდგება.

ამინდი