ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი წარმატების უნიკალურ შანსს გაძლევთ, იჩქარეთ!
თარიღი : 5-09-2015, 00:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესებული პირებისათვის აცხადებს მიღებას ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სკოლასა და საოპერატორო კურსებზე, სადაც სწავლას პროფესიონალი და პრაქტიკოსი პედაგოგები უძღვებიან.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი, ხოლო კურსის წარმატებით გავლა კურსდამთავრებულთა დასაქმებას უზრუნველყოფს. იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზრუდულია!
მისამართი: კინოთეატრ "სულიკო"-ს ყოფილი შენობა, ახლანდელი ახალგაზრდული ცენტრი. მობ: 571333303; 595114505.
ცნობისთვის, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, 16 სახელოვნებო წრე ფუნქციონირებს. ფოტოსკოლა, სამხატვრო სკოლა, ქანდაკების სახელოსნო, ხალხური სიმღერები, ქართული ცეკვა, საკრავები, ბრეიქდანსი, ლათინოამერიკული ცეკვები, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სკოლა, სამკერვალო სკოლა, მაკიაჟის სკოლა, თეატრალური სტუდია. ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობს საბალეტო და საესტრადო სტუდიები. დაწესებულებაში ასევე ფუნქციონირებს მხატვრული კითხვისა და ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლები.
"ნუ წახვალ იქ, მოდი აქ“, - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი აქტიურ საქმიანობას ირაკლი ჩარკვიანის ამ ცნობილი ფრაზით ახორციელებს და ახალგაზრდებს აქვე, მათ ახლოს, წარმატებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის ალტერნატიული სივრცის არსებობაზე მიანიშნებს.