ქუთაისის მერიამ დაბა ურეკში საჯარო სკოლების წარმატებული მოსწავლეები გადაამზადა
თარიღი : 4-09-2015, 22:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის დაფინანსებით დაბა ურეკში საპილოტე პროექტი -"მცირე აკადემია" მიმდინარეობს. პროექტში ქუთაისის საჯარო სკოლების მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებიც 2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის გადამზადებას გადიან.
პროექტის მონაწილეები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა და მათთან ერთად ერთი დღე გაატარა. ქალაქის მერი წარმატებულ მოსწავლეებს მხარდაჭერას მომავალშიც დაჰპირდა.
,,ეს ბანაკი განსხვავებულია, აქ წარჩინებული მოსწავლეების ცოდნის ხარისხი კიდევ უფრო იზრდება. ტარდება ტრენინგ-სემინარები. ბანაკი წელს საპილოტეა, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ ამ პროექტს მომავალშიც შევუწყოთ ხელი და მასში სხვა ქალაქების წარჩინებული მოსწავლეებიც ჩავრთოთ,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.