იმერეთში არსებულ საფეხბურთო კლუბებს გუბერნატორი ხელისუფლების კანდიდატის მხარდაჭერას აიძულებს?

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, დღეს 24 საფეხბურთო კლუბის მოთხოვნა განიხილება. გუნდები ფედერაციის წევრობას და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კლუბებმა წერილი ფედერაციის პრეზიდეტობის კანდიდატის, მამუკვა კვარაცხელიას განცხადების შემდეგ შეიტანეს. გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით ამ იდეის უკან ე.წ სახელისუფლო კანდიდატი ლევან კობიაშვილი დგას. გასაჯაროვდა ელექტრონული წერილი, რომელიც იმერეთის გუბერნატორის გოგი ჭიჭინაძის თანაშემწემ, ელენე კლიმენკომ, გუბერნიის ადგილობრივი თვითმართველობის ურთიერთობებთან სამსახურის უფროსს, დავით გორდელაძეს გადაუგზავა. მან კი თავის მხრივ მისი სამსახურის სპეციალისტს, იმერეთის მხარის რაიონში, რომელმაც, გუბერნიიდან გამოგზავნილი წერილი კი გამგეობებს გადაუგზავა. წერილი გაიგზავნა სამტრედიის, ჭიათურის, თერჯოლის, ხარაგაულის, ხონის, ტყიბულის, წყალტუბოს გამგეობებს. გუბერნატორმა რიონის გამგებლებს აპლიკაციის ფორმა გაუგზავა, ასეთი შინაარსისი წერილით: "საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა, უნდა უზრუნველყონ, საქართველოს ფეხბურთის ფედარციის სამდივნოში, აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა ფიზიკურად და სამუშაო დღის განმავლოში, სასწრაფოდ მიაწოდეთ გამგებლებს" აღსანიშნავია, რომ გამგზავნის მეილი imereti.gov.ge-ია.
არსებული ინფორმაციით ამ ტიპის აპლიკაცია შეავსეს სხვა კლუბებმაც, რომლებიც იმერეთის კლუბების მსგავასად ფედერაციის წევრობას და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Topnews.com.ge იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან კომენტარის მოპოვებას ცდილობს.
"პირველი რადიო"
არსებული ინფორმაციით ამ ტიპის აპლიკაცია შეავსეს სხვა კლუბებმაც, რომლებიც იმერეთის კლუბების მსგავასად ფედერაციის წევრობას და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Topnews.com.ge იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან კომენტარის მოპოვებას ცდილობს.
"პირველი რადიო"