Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თავდაცვის მინისტრს ქუთაისში აკრიტიკებენ-ჯარისკაცებს თავის მოსაკლავად მართლა უქმნი პირობებს

თარიღი : 4-09-2015, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობ“-ის ხელმძღვანელი ასმათ დვალიშვილი თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს მიმართავს. დვალიშვილი მინისტრს იმ გადაწყვეტილების გადახედვისაკენ მოუწოდებს, რომლის თანახმად, აზარტულ თამაშებში შემჩნეული ჯარისკაცები სამხედრო სამსახურს დაემშვიდობებიან.

„პროგრესული თაობ“-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქართულ ჯარში ბევრი სხვა პრობლემაა, რომლითაც მინისტრი უნდა დაინტერესდეს. ასმათ დვალიშვილი იმასაც ამბობს, რომ მინისტრის გადაწყვეტილება ჯარში თვითმკვლელობის ფაქტების შემცირების ნაცვლად, მის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს.

„ჯარისკაცების 98%-ს ბანკის ვალი აქვს და სამსახურიდან რომ უშვებ, თავის მოსაკლავად მართლა უქმნი პირობებს. ისეთი პირობები შეუქმენი, რომ ტოტალიზატორი არ დასჭირდეს. იმდენი პრობლემაა თავდაცვის სამინისტროში, რომ თავდაცვის მინისტრს აქცენტი ამაზე ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული. წარმოუდგენელია, რომ არ დაუფასო ჯარისკაცს არც ქვეყნის სიყვარული, არც რამდენიმე ომის გამოვლა და არც მედლები. ჩემი თხოვნაა, რომ თავდაცვის მინისტრმა დაამუშაოს და სიღრმისეულად განიხილოს საკითხი,“ - ამბობს ასმათ დვალიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აქვე, თავდაცვის უწყებას ჯარისკაცების პატივისცემისა და მათი რირსების დაცვისაკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით ახალი ინიციატივა შეიმუშავა. დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სამინისტროში დასაქმებული სამხედრო თუ სამოქალაქო პირები, აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლდებიან. მისივე თქმით, ჯარში თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად სწორედ აზარტული თამაშებით გამოწვეული ფინანსური დავალიანებაა. ხიდაშელისვე ინფორმაციით, კონტროლი გამკაცრდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზეც.


ნანახია: 2866-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ტელერეპორტიორებიც იცხოვრებენ.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.
როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია 'პროგრესული თაობა' საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

ამინდი