ზურაბ ჟვანიას სკოლის სამომავლო გეგმები და შეხვედრა ხელისუფლებასთან

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართება.
ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სკოლის საქმიანობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.
სკოლის მიზანს სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ქეთევან ჯაყელის თქმით, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას მიმდინარე წელს საიუბილეო წელი აქვს. დაწესებულება 10 წლის ხდება. სკოლის დირექტორმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ მომავალში სკოლის გაფართოება იგეგმება, თუმცა განათლების სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დაწესებულების სათაო ოფისი და ადმინისტრაცია ქუთაისში დარჩება. სკოლის სამომავლო გეგმები კი საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებსაც ქუთაისის განათლების ცენტრად გახდომაში დახმარება სთხოვა.
შეხვედრაზე ასევე გაიმართ სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია და გაკეთდა კონკრეტული შეთავაზება საჯარო მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის ქეთევან ჯაყელის თქმით, სამომავლოდ სკოლაში ისეთი პროგრამების დამატება იგეგმება, როგორიცაა საბუღალტრო აღრიცხვა, საოფისე პროგრამები, მიმდინარე რეფორმები და სამოქალაქო განათლება.
ამ ეტაპზე სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 21 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სკოლის სასწავლო პროგრამების განხორციელებაში 60-ზე მეტი პრაქტიკოსი ტრენერია ჩართული.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე შედგა აჭარის რეგიონში. ეტაპობრივად სკოლის ხელმძღვანელობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.