Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის მონიტორინგი და გასვლითი თათბირი ხონში

თარიღი : 3-09-2015, 20:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. რაიონში გზების რეაბილიტაციაზე მიმდინარე წელს 1 677 770 ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე ქალაქ ხონში უკვე დასრულებულია თუთისანის, გორგასლისა და ქაცარავას ქუჩებზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება. ქალაქში სულ 3- კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდა და ასევე, დასკვნით ფაზაშია სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც. ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გზა ამორტიზებული იყო, რაც ტრანსპორტისა და მგზავრების გადაადგილებას პრობლემებს უქმნიდა.

http://topnews.com.ge/photo/news/1441296209.jpg


დღესვე, ხონის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. თათბირის ერთ–ერთი მთავარი თემა მოსახლეობის საშეშე მასალით უზრუნველყოფა იყო. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის უფროსმა მანუჩარ გაფრინდაშვილმა მხარის პირველ პირებს აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო.

შეხვედრაზე ასევე, ანგარიში წარადგინა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონული სამსახურის ყველა წარმომადგენელმა. მხარეებმა რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და დაბინძურებული ლოკაციების გაწმენდის გზებზე იმსჯელეს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში ყოველ თვეში მართავს.


ნანახია: 2209-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს ყოველ თვეში ერთხელ მართავს.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, ტენდერების მიმდინარეობასა და ამ კუთხით არსებულ

ამინდი