Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყაჩაღობის შედეგად დაზარალებულ ადვოკატს ოპერაციისთვის ამზადებენ

თარიღი : 3-09-2015, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაზარალებული ადვოკატი რობიზონ ხურცილავა მკურნალობის კურსს იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადის.

როგორც Topnews.com.ge-ს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი გოგინავამ განუცხადა, პაციენტი სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებებით ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება.

"სტაბილურდ არის. სჭირდება ოპერაცია, რისთვისაც ქირურგიულ განყოფილებაში ემზადება პაციენტი. ჩვენ მიმართული ვართ იქითკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაყოვნება ჰქონდეთ პაციენტებს სტაციონარში," -აცხადებს გოგინავა.

შემთხვევა პირველი სექტემბრის ღამეს, ხონში მოხდა. ხურცილავას ოჯახს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა, რომლებმაც ადვოკატი და მისი მეუღლე სცემეს, ხოლო სახლიდან ოქროულობა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულიხმობს.


ნანახია: 5828-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატის ოჯახს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა, რომლებმაც ადვოკატი და მისი მეუღლე სცემეს, ხოლო სახლიდან ოქროულობა წაიღეს.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში, ადვოკატ რობიზონ ხურცილავასა და მის ოჯახზე თავდასხმა გასული წლის სექტემბერში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევის მუხლით
შუა გორაში მცხოვრებ მაჩიტიძეების ოჯახში დაახლოებით ღამის 12 საათამდე ხუთი შეაიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებმაც არსებული
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის

ამინდი