Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაშორებთ სიმდიდრემდე?-რჩევები ბოდო შეფერისგან

თარიღი : 29-09-2013, 12:53 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
პრინციპი №1:
გადადე ხელფასის 25 % და ხელფასის გარდა მიღებული თანხის 50 % ცალკე ანგარიშზე! შემდეგ კი ეს ფული რამე საქმეში ჩადე. ბანკები კაპიკებს იხდიან და ფულს მხოლოდ ინფლაციისგან თუ იხსნიან.

პრინციპი №2:
ხარჯე ეკონომიურად! მხოლოდ ეკონომიითა და ინვესტიციებით შეიძლება, გახდე მილიონერი რამდენიმე წლის განმავლობაში. გზის დასაწყისში ცხოვრების მფლანგველური სტილით იშვიათად მიაღწევთ კეთილდღეობას

პრინციპი №3:
შეადგინეთ თქვენი ფინანსური გეგმა 7-10 წლისთვის. განსაზღვრეთ, რისკენ მიისწრაფით და რამდენის გამომუშავება გსურთ ერთი, ორი და ა.შ. წლის შემდეგ.
განსაზღვრეთ, რას მოიმოქმედებთ ამის მისაღწევად.

პრინციპი №4:
არ უნდა იოცნებოთ უმნიშვნელო რამეებზე! გლობალურად იაზროვნეთ! იოცნებეთ მილიარდებსა და დიდ წარმატებაზე (კარიერაში, პოლიტიკაში და ა.შ). დიდი ოცნებები დაყავით მცირე მიზნებად. თანდათან განახორციელეთ მცირე მიზნები, რომელნიც დიდ ოცნებამდე მიგიყვანთ.

პრინციპი №5:
თქვენი აზროვნების პრინციპები მილიარდერის ან მილიონერისას უნდა ჰგავდეს. შეეცადეთ, მდიდარი ადამიანების კატეგორიებით იაზროვნოთ!

პრინციპი №6:
იყავით თავდაჯერებულნი. გამოიმუშავეთ ეს პრინციპები. ფულს და ხალხს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები იზიდავენ! დარწმუნებული იყავით საკუთარ წარმატებაში მაშინაც კი, როდესაც საქმეები ცუდად მიგდით. (ბოდო შეფერი 26 წლის ასაკში გაკოტრდა და ყველაფერი დაკარგა, მაგრამ მან მოძებნა ძალები საკუთარ თავში და კვლავ მილიონერი გახდა).

პრინციპი №7:
ნუ შეუშინდებით პრობლემებს!!! ისწავლეთ, გაიხაროთ, თუკი პრობლემები და წარუმატებლობა გაქვთ. დიადი მიზნები ხშირად დიდ პრობლემებსა და სირთულეებს წარმოშობს. პრობლემების გადაწყვეტისას ჩვენ ვძლიერდებით!

პრინციპი №8:
(თავისი არსით, №7 წესის დამატება): დაცემული ადგომისას უფრო ძლიერდება. (ყურადღებით გადაიკითხეთ ეს წინადადება და დაფიქრდით). ძალიან საჭირბოროტო წესია მათთვის, ვისაც კრიზისი შეეხო.

პრინციპი №9:
ფინანსური კეთილდღეობა შეუძლებელია საკუთარი ხარჯების ფინანსური შეზღუდვებისა და დაგეგმვის გარეშე. ფინანსური თავისუფლება ფინანსური შეზღუდვების შედეგად მიიღწევა.

პრინციპი №10:
თუ რამის გაკეთება გადაწყვიტეთ და არ დაიწყეთ მისი შესრულება 72 საათის განმავლობაში _ 85% შემთხვევაში ამას არც არასდროს გააკეთებთ!

პრინციპი №11:
სიმდიდრე - ჩვენთვის დაბადებისას მოცემული უფლებაა. იმისთვის, რომ მდიდარი იყოთ, სულაც არ არის აუცილებელი მდიდარ ოჯახში დაბადება, კარგი განათლების მიღება და ა.შ. საკმარისია, სწორი დამოკიდებულება თქვენს ფულთან და სრულყოფილებისკენ სწრაფვა.

პრინციპი №12:
საკუთარი თავის რწმენა და დადებითი განწყობა ფინანსური წარმატების მნიშვნელოვანი პრინციპია. დაიწყეთ წარმატების დღიურის წერა. ბოდო შეფერი გვირჩევს, ყოველღიურად ჩავიწეროთ მასში 5 რამ, რაც კარგად გავაკეთეთ. თუ მთელი დღის განმავლობაში ამდენი არ დაგროვდება, _ უბრალოდ ის დაწერეთ, რაც იმ დღეს მოგეწონათ, რისთვისაც მადლიერი ხართ.

პრინციპი №13:
იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. წარმატება შეუძლებელია კარგი ჯანმრთელობის გარეშე. სიმდიდრე ჯანმრთელობის გარეშე კი სიხარულს არ მოგიტანთ.

პრინციპი №14:
ყოველთვის უნდა გქონდეთ ფინანსური მარაგი ცხოვრების მინიმუმ 6 თვისთვის მაინც. შესაძლოა, დაკარგოთ სამუშაო, შემოსავალი, შრომისუნარიანობა და ფულის სესხების შესაძლებლობა. მრავალი წარმატებული ბიზნესმენიც კი ხშირად არად აგდებს ამ წესებს.

პრინციპი №15:
კარგი გამომუშავებისთვის საჭიროა კარგი განათლება. შეეცადეთ, მუდმივად ისწავლოთ, იკითხოთ, მსოფლმხედველობა გაიფართოვოთ. სულელებს მხოლოდ კაზინოში უმართლებთ, და ისიც იშვიათად.

პრინციპი №16:
არ გიხდიან იმდენს, რამდენსაც იმსახურებთ? არა, თუკი ამ თანხაზე მუშაობთ, ესე იგი ამდენს იმსახურებთ. თუკი რამე არ გაწყობთ _ გამოიცვალეთ სამსახური, ცხოვრების სტილი, შეიცვალეთ თვითონ!

http://commersant.ge/


ნანახია: 1989-ჯერ

მსგავსი სიახლეები
5 ცვლილება, რომელიც მსესხებლებსა და კრედიტორებს ეხება.
გთავაზობთ რობერტ შემინის მიერ წარმოდგენილ 8 წესს, რომელიც ყოველმა მომავალმა მილიონერმა უთუოდ უნდა დაარღვიოს იმისათვის, რომ თავის
ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას. ვარცხნილობა, მაკიაჟი, ტანსაცმელი - ყველაფერი ეს სრულ წესრიგში უნდა იყოს.
პროექტისთვის სულ 450 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამინდი