Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მცხოვრები ქალბატონი საბერძნეთში გაუჩინარებულ შვილს ეძებს

თარიღი : 3-09-2015, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საბერძნეთში სამი წლის წინ დაკავებული 25 წლის როლანდ ჯინჭარაძის მშობლები შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.
როგორც როლანდ ჯინჭარაძის დედამ, მზეო ჯინჭარაძემ განაცხადა, დაახლოებით ორი კვირის წინ ფილტვების დაავადებით მისი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე მეშვიდე დღეა, ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ.
"ჩემი შვილი რამდენიმე წელია, საბერძნეთში იმყოფება. სამი წლის წინ დააკავეს და სასჯელს იხდის ათენში. რამდენიმე დღის წინ ფილტვებში წყალი ჩაუდგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ავადმყოფობის მიზეზი საბერძნეთის ციხის უყურადღებობაა, ექიმს ითხოვდნენ და არ მიჰყავდათ. უკვე მე-7 დღეა, ვერ ვპოულობთ. კონსული იყო საავადმყოფოში მისული, თუმცა ერთადერთი რა ინფორმაციაც გამოიტანა, იყო ის, რომ ჩემი შვილის ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ", - განაცხადა მზეო ჯინჭარაძემ.
როლანდ ჯინჭარაძის დედა შვილის ადგილსამყოფლის დადგენას მოითხოვს. "ციხის საავადმყოფოდან ვერ გაიქცეოდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ამას ადასტურებენ ჩვენი ახლობლები, რომლებიც ათენის საავადმყოფოში იყვნენ მისული. საბერძნეთის პოლიციაც ვერაფერს ამბობს, თუ სად არის ან სად გაქრა ჩემი შვილი", - აღნიშნა მზეო ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ვერ მოისმინა.
"მხოლოდ ის მითხრეს, რომ 24 საათში შემატყობინებდნენ პასუხს, თუმცა ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. აღარ შემიძლია, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან ვთხოვ ყველას, დამეხმარონ", - აღნიშნა მზეო ჯინჭარაძემ.


ნანახია: 2387-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ანანო ხერხაძე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში. ოჯახის ინფორმაციით, გოგონა მომხდარს და მედიით მისი ფოტოების
როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ბიჭუნა ჰყავდა გაციებული, მას უვლიდა და
დაკარგული ახალგაზრდის ალექსანდრე ყვავაძის დედის გუგული ყვავაძის თქმით, გასული წლის 31 დეკემბერს მისი შვილი ექიმთან წავიდა, თუმცა
მისი თქმით, 5 თებერვალს ათენის საავადმყოფოში 34 წლის ახალგაზრდა ქალი ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსით დაიღუპა, თუმცა საშუალება არ
მოკრივის დედამ, მაყვალა ხურციძემ განაცხადა, რომ სასამართლო 25 და 26 ივლისს არის ჩანიშნული და არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილი
ზუგდიდის მკვიდრი ეკატერინე ხუბუნაია ამბობს, რომ მის შვილს, 24 წლის დავით ნანავას ციხეში პატიმრისათვის შეუსაბამო პირობებში

ამინდი