Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოკაცეს კანიონის ვიზიტორებს ჩანჩქერზე თოკით დაშვებას შესთავაზებენ

თარიღი : 3-09-2015, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოკაცეს კანიონი მომავალ წელს ვიზიტორებს განახლებულ სერვისებს შესთავაზებს. იგეგმება სხვადასხვა აქტივობის დანერგვა, მათ შორის კანიონინგის განვითარება, რომელიც ჩანჩქერებზე თოკით დაშვებას გულისხმობს.

როგორც იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ზაალ კვანტალიანი აცხადებს, იგეგმება სუვენირების მაღაზიისა და კაფეტერიის გახსნა, ასევე, შესაძლებელია ტერიტორიაზე კანიონში ჩასასვლელი ბილიკებიც მოეწყოს, რაც მისი განცხადებით, ვიზიტორებს იქ არსებული სილამაზის აღქმას გაუმარტივებს.

ზაალ კვანტალიანის თქმით, დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია, მის შესახებ საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა გაიგოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელის შეწყობაც.

„ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლების ზრდას. აღნიშნულმა პროექტმა ამ მხრივ თავისი მისია უკვე შეასრულა და სოფელ გორდში გაიხსნა უამრავი კვების ობიექტი, საოჯახო ტიპის სასტუმრო.. ადგილობრივი მოსახლეობა ვიზიტორებს მიუდგომელ ადგილებში სთავაზობს ცხენითა და მაღალი გამავლობის ავტომობილებით გასეირნებას და ა.შ. მომავალ წელს ახალი სახის აქტივობების დანერგვა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო განავითაროს ტურიზმი ამ ტერიტორიაზე" - აცხადებს კვანტალიანი.

რაც შეეხება ინვესტიციის ოდენობას, მისი განცხადებით, თანხა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის და იმერეთის დაცული ტერიტორიების ტურისტრული პოტენციალის შესწავლა და ამ საკითხებზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ზაფხულის სეზონსაც აფასებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, ოკაცეს კანიონი ვიზიტორთა მაღალი აქტივობით გამოირჩევა.

„2015 წლის განმავლობაში დაახლოებით 40 ათას ვიზიტორს ველოდებოდით, დღევანდელი დღის ჩათვლით კი ბუნების ძეგლი 32 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე მოინახულა. ეს ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლომდე ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება და რიცხვი ჩვენს პროგნოზებს ნამდვილად გადააჭარბებს" - აცხადებს კვანტალიანი.

იგი განმარტავს, რომ ამ რიცხვიდან ქართველ ვიზიტორთა წილი 83 %-ია, დარჩენილი 17 % კი რუსეთის, უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის.

მისივე განცხადებით, ოკაცეს კანიონის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ოკაცეს კიდული ბილიკი, გაისეირნონ და დაისვენონ დადიანების ტყე-პარკის ველურ ბუნებაში. ასევე, იქ არსებულ ამფითეატრში სკოლის მოსწავლეებისათვის ღია გაკვეთილების მოწყობაც შეიძლება. შესაძლებელია საგამოფენო ცენტრის და იქ არსებული ექსპონატების დათვალიერება.

ოკაცეს კანიონი 2014 წლის 11 სექტემბერს გაიხსნა და მის განსავითარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.


commersant.ge


ნანახია: 3609-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.

ამინდი