აკაკი ბობოხიძე ხელისუფლებას ხონში ადვოკატის დაყაჩაღების საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ხელისუფლებას მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ადვოკატ რობიზონ ხურცილავას დაყაჩაღებისა და მისი ცემის ფაქტს.
შემთხვევა პირველი სექტემბრის ღამეს, ხონში მოხდა. ხურცილავას ოჯახს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა, რომლებმაც ადვოკატი და მისი მეუღლე სცემეს, ხოლო სახლიდან ოქროულობა წაიღეს.
"ეს არის თქვენი ღირსების საქმე, რადგან ეს არის ადვოკატი, რომელმაც ყველა სასამართლო პროცესი მოუგო ხონის გამგეობას და რომელიც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა მის მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ცემის შედეგად მიღებული დაზიანებებით რობიზონ ხურცილავა იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.