ქუთაისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მივლინებები–რას ელოდება ქუთაისი?

ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საქმიანი მივლინებით უნგრეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები უნგრეთსა და ხორვატიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა კანდელაკს, ასევე დაძმობილებული ქალაქების– სომბათჰეისა და ოპატიას ადგილობრივ თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის საკითხები განიხილეს. ასევე გაიმართა საქმიანი შეხვედრა უნგრეთის წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ინიციატორი უნგრული მხარე იყო, რომელიც საქართველოში დარგობრივი ბაზრით დაინტერესებას გამოხატავს და საქმიანი ვიზიტით შეხვედრების შემდეგი რაუნდის გამართვას მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენს ქვეყანაში გეგმავს.
ბუდაპეშტიდან დელეგაცია ხორვატიის ქალაქ ოპატიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად დაიგეგმა მომავალი დარგობრივი თანამშრომლობის და ქალაქების დაძმობილების შესაძლებლობის ასპექტები. ძირითადი ყურადღება ტურიზმს (მათ შორის ბალნეოლოგიურ ტურიზმს) და ამ სფეროში როგორც გამოცდილების ურთიერთგაზიარების, ასევე ტურისტული ნაკადების გაზრდის შესაძლებლობების განხილვას დაეთმო. შეხვედრა არაერთჯერად ხასიათს ატარებდა, ხოლო მისი გაგრძელება ხორვატიის დელეგაციის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში გადაწყდა.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელგაციამ დამეგობრებულ ქალაქ სომბათჰეიში ქალაქის დღის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე ქართული ეროვნული ცეკვებით ქუთაისის ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლი წარსდგა, რამაც დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებაში საქართველოს მიმართ მძაფრი ინტერესი გამოიწვია. ქალაქ სომბათჰეიშივე გაიმართა საქმიანი შეხვედრები, სადაც გადაწყდა, რომ უნგრეთის მოზარდ წყალბურთელთა გუნდი ოქტომბრის ბოლოს ქალაქ ქუთაისში ,,ქუთაისის თასი”-ს ტრადიციულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვა. ასევე, განიხილეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქუთაისელ მოზარდ წყალბურთელთა უნგრეთში, მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო შეკრების ჩატარების შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ტურიზმის სფეროს ადგილობრივ ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც ორ ქალაქს შორის საინფორმაციო ტურისტული გასვლები დაიგეგმა.