Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

თარიღი : 2-09-2015, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტი სატუმბო სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის (332 კმ) მშენებლობას ითვალისწინებს.
სამშენებლო სამუშაოების მეორე ფაზა, დღეს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივი მცხოვრებლები 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. პროექტი, რომლის ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია, 2018 წელს დასრულდება. წყალმომარაგების სამუშაოებზე 200 - მდე ადამიანი დასაქმდება.
პარალელურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში, მასშტაბური პროექტის პირველ ეტაპს ახორციელებს.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტში, რომელიც 2016 წელს დასრულდება, 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ipn.ge


ნანახია: 2795-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში
ეს არის პირველი ეტაპი იმ წამოწყებული საქმისა, რომელსაც თურქული კომპანია SMK–ახორციელებს
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თერჯოლაში

ამინდი