ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დააყაჩაღეს და სცემეს

ადვოკატ რობიზონ ხურცილავას ოჯახი დააყაჩაღეს, ხოლო ადვოკატი სასტიკად სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის წევრი მეგი კაკაბაძე ავრცელებს.
"ყოველგვარი ზედმეტი კომენტარების გარეშე _ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება რობიზონზე, რომელმაც არაერთი სასამართლო პროცესი მოუგო დღევანდელ ხელისუფლებას.
არ ვიცი რა დავწერო, შოკირებული ვარ. სამწუხაროდ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კანონდამცველებს ყაჩაღები ფიზიკურად უსწორდებიან," -ამბობს კაკაბაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულიხმობს.
ცნობისთვის, ადვოკატი რობიზონ ხურცილავა ხონის ყოფილი გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიასა და საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობხიძის ძმის, ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული და სამართალდამცავების მიერ დაზარალებული პირების ინტერესებს იცავდა.