ქუთაისის მერს ქალაქში მშვიდობის მოედნის გახსნას სთხოვენ

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის "LLL"-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია ქუთაისის მერს შოთა მურღულიას წერილით მიმართავს. წერილში ადამია მერს ქუთაისში მდებარე #31 საჯარო სკოლის წინ არსებული მოედნისათვის "მშვიდობის მოედნის" სახელის მინიჭებას სთხოვს.
როგორც ბესიკ ადამია Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ქუთაისში მშვიდობის მოედნის გახსნა 21 სექტემბრამდე, მშვიდობის მსოფლიო დღემდე უნდა მოხდეს. 21 სექტემბერს გაერო მსოფლიო მშვიდობის დღის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
"ბატონო შოთა, ეხლა მეტად საინტერესო და ხელსაყრელი მომენტია შესრულდეს თქვენი, როგორც ქალაქის მერის და ქართველი კაცის მიერ დაპირებული სიტყვა გაეროს საიუბილეო თარიღისა და მშვიდობის დღისადმი. სასურველია პრემიერ-მინისტრის ქუთაისში მოწვევაც. მოედანს 21 სექტემბრამდე, პრემიერის გაეროში ვიზიტამდე მივანიჭოთ მშვიდობის მოედნის სახელი. ეს იქნება მშვიდობისადმი გადადგმული ნაბიჯი, რაზეც პირადად თქვენი დიდი იმედი გვაქვს.
ბატონო შოთა, ამის შემდეგ ამ საკითხზე აღარასოდეს მოგმართავთ. უახლოეს დღეებში გთხოვთ შეხვედრას და ამ საქმის დროულ ორგანიზებაში გთავაზობთ ჩემს თანადგომას," - აცხადებს ბესიკ ადამია.
მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტურალური კლუბის პრეზიდენტი წერილთან ერთად მშვიდობის მოედნის ესკიზსაც აქვეყნებს. ესკიზის მიხედვით, #31 საჯარო სკოლის წინ არსებულ უსაფრთხოების კუნძულზე, შავი და თეთრი საფარის ზოლების თეთრ სექტორში გაეროს 6 ენაზე, ასევე, აფხაზურ და ოსურ ენებზე მშვისობა ჩაიწერება.

რამდენად გაითვალისწინებს ქუთაისის მერია აღნიშნულ შეთავაზებას და იარსებებს თუ არა ქუთაისში მშვიდობის მოედანი? აღნიშნულ კითხვებზე სააგენტო ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.