ქუთაისში ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით აშენებული სარაგბო ბაზა იხსნება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისში სარაგბო ბაზას "აია-არენა"-ს დღეს ოფიციალურად გახსნის. ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. მასზე განთავსებულია 4 მოედანი - 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენტარლური მოედანი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე მოედანი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე კი 751- ადგილიანია. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით. ასევე, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. ადგილზე ასევე მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა.
"აია-არენას" ტერიტორია 9 ჰექტარს მოიცავს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სარაგბო ბაზაა. ქუთაისის სარაგბო ბაზა "აია-არენა" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო.
რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი პროექტი: 1. თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა "ლელო არენა" 2. ფოთში აშენდა სარაგბო ბაზა "პარკი-არენა" 3. ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა "აია არენა", მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 4. თბილისში აშენდა "შევარდენის" სანაკრებო ბაზა 5. მოეწყო ავჭალის რაგბის სტადიონი 6. ვარკეთილის სარაგბო სკოლაში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 7. აშენდა რუსთავის სარაგბო ბაზა 8. აშენდა მარტყოფის სარაგბო ბაზა, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 9. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაიწყო სარაგბო ბაზის მშენებლობა 10. დასასრულს უახლოვდება გორის სარაგბო ბაზის მშენებლობა 11. მომავალ წელს დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა 12. თელავში დაიწყო ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა.