Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლედი ტუკვაძე: იპოთეკარი ბილადენ, რომელმაც უარი თქვა სახელზე, გვარზე, სამშობლოზე და კაცობაზე

თარიღი : 1-09-2015, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ადვოკატი და უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც იპოთეკარისა და იპოთეკური სესხით დაზარალებული მოქალაქის ურთიერთობას ეხება.როგორც ადვოკატი წერს, 80 000 დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი მევახშემ 5 000 დოლარად მიისაკუთრა, ხოლო სახლის თავდაპირველ მეპატრონეს მას კვლავ 80 000 დოლარად ყიდის.

" რამდენიმე დღის წინ, ქალბატონ ნუნუს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ასახლებდა ვინმე ბილადენ, საფრანგეთის მოქალაქის განცხადების საფუძველზე. ქალბატონმა ნუნუმ ვალი აიღო და ვერ დააბრუნა იმიტომ, რომ იყო მაღალი პროცენტი. იმიტომ, რომ გახდა ავად და გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია. ამასობაში ღრმად პატივცემული ბილადენი .... გახდა ქალბატონ ნუნუს სახლის მეპატრონე და 5000 $-ად შერჩა სულ მცირე 80 000$-ად ღირებულები სახლი, რომელსაც იგივე ფასად ყიდის სახლის ძველ მეპატრონეს. მოკლედ, ცოდვა- მადლი ტრიალებს. გადავწყვიტე, რომ დავლაპარაკებოდი პატივცემულ ბილადენს, რაღაც პირობები შეგვეთავაზებინა და ეს ჩვენი ბილადენ .. აღმოჩნდა ბესო ....,, რომელსაც თურმე ისე გაუფუჭეს ურჩმა გადამხდელებმა ნერვები, სახელზეც თქვა უარი, გვარზეც, სამშობლოზე, კაცობაზე და ა. შ. ბესომ მარიამობის ღამით დენი და წყალი გათიშა და დატოვა ნუნუ სანთლით ხელში, უფლის იმედად.

მოკლედ, რა მინდა გითხრა

ბესო!!!

ადამიანებისათვის საკუთარი ჭერი ისეთივე დაცული სიკეთეა, როგორც მისი სიცოცხლე, ამიტომ, გვარ -სახელის და სამშობლოს შეცვლას ეგებ პროფესია შეგეცვალა აა?!
მაპატიეთ ჩემი აგრესიული პოსტისთვის. დღეს ძალიან ცუდად ვარ," - წერს ადვოკატი.


ნანახია: 3800-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნინო რობაქიძის გადასარჩენად მისი კოლეგები საზოგადოებას სისხლის გაღებისაკენ მოუწოდებენ. ამგვარ მოწოდებას სოციალურ ქსელში ადვოკატი
ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძესა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს შორის მომხდარ ინცინდენტს ადვოკატი ლედი ტუკვაძე ეხმიანება.
ქუთაისში, საკუთარი საცხოვრებლიდან გამოსახლებული ლეილა ლომიძის საქმეს ადვოკატი და უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე ეხმიანება.
გრიგოლ ბაკურაძე, რომელიც ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, 21 დღეა მშრალად შიმშილობს.

ამინდი