Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში მყოფ პატიმარს ციხის ადმინისტრაცია ჯაშუშობას აიძულებდა

თარიღი : 1-09-2015, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #2 ციხეში მყოფი პატიმარი ოთარ აფრიდონიძე 20 დღეა შიმშილობს და ხელი აქვს დაჭედებული. როგორც მსჯავრდებულის დედა ირმა აფრიდონიძე აცხადებს, პატიმარმა ციხის ადმინისტრაციას ციხეში დასაქმება სთხოვა, რაზეც განუცხადეს, რომ დასაქმების შემთხვევაში მას პატიმრები უნდა "გაეფუჭებინა“.

" ჩემმა შვილმა იფიქრა, ვიმუშავებ იქნებ რაიმე თანხა ავიღო და ოჯახში გავაგზავნოო. ამიტომაც სთხოვა ადმინისტრაციას დასაქმება. სამწუხაროდ მათგან გამაოგნებელი პასუხი მიიღო- იმ შემთხვევაში დაგასაქმებთ, თუ ჩვენთან ითანამშრომლებო, ანუ რომელიმე საკანში ახალ პატიმრებთან ერთად შეგიშვებთ და მათ გამოტყუე ინფორმაციები და ასევე სთხოვე, რომ გაუხსნელი საქმეები საკუთარ თავზე აიღონო. ჩემმა შვილმა ამ ყველაფერზე უარი განაცხადა, იმის შემდეგ კი მისი ცემა, წამება, არა ადამიანური მოპყრობა დაიწყეს. ვითხოვ ჩემი შვილი გეგუთის კოლონიაში გადაიყვანონ, თორემ ციხის ადმინისტრაცია აქ შვილს ნამდვილად მომიკლავს"- განაცხადა ირმა აფრიდონიძემ.

პატიმრის დედამ დასავლეთ საქართველოს სალქო პროკურატურას უკვე მიმართა, რათა დაისაჯოს ადმინისტრაციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც პატიმარს მათთან თანამშრომლობა დასაქმების სანაცვლოდ შესთავაზა.

მომხდარს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალშიც ეხმიანებიან. ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პატიმრის ნაამბობი მართალია, მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"ინფორმაცია, რომელიც ობიექტურად არსებობს, საკმარისია, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებმა, საქართველოს პროკურატურამ აუცილებლად უნდა განახორციელონ შესაბამისი საგამოძოებო მოქმედებები. ვფიქრობ, უნდა დაიწყოს გამოძიება, რაც საბოლოოდ ფაქტების დადგენის საშაულებას მოგვცემს,"- აცხადებს გიორგი სანტურიანი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პატიმრის ნაამბობი სიმართლეს არ შეესაბამება.


ნანახია: 2491-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედის განცხადებით, მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრების მსგავსად, დასაქმებას
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის ოჯახის წევრების თქმით, პროტესტის ამ ფორმით მას მისი უდანაშაულობის დამტკიცება სურს.
გეგუთის ციხის პატიმრის ირაკლი პერტიას პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატსა და სასჯელაღსრულების სამინისტროში
სახალხო დამცველის წარმომადგენლის გიორგი ლაბაძის თქმით, პატიმარი კეტეგორიულად უარყოფს, რომ მას დაზიანება ციხის ადმინისტრაციამ ან
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ირაკლი პერტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
როგორც პატიმრის უფლებადამცველი დალი სულაქველიძე აცხადებს, მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ მოინახულა, რომელსაც დაზიანებებიც

ამინდი