Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

31 ოქტომბერს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება

თარიღი : 31-08-2015, 20:06 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა. პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, ცესკომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მიიღო დადგენილება, რომელიც კონკურენტული და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. კერძოს, დადგენილების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კანონით განსაზღვრული წესის დაცვის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში.

საგარეჯოში არჩევნები 49 უბანზე ჩატარდება, სადაც 46 011 ამომრჩეველი ფიქსირდება, ხოლო მარტვილში - 39 უბანზე, სადაც 33 465 ამომრჩეველია. რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, დმანისის 4 საარჩევნო უბანზე 1623 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ზედა ვანის ერთ უბანზე - 808, ხობის საარჩევნო უბანზე - 822, ხოლო საგარეჯოში - 1533.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისა და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა, საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის ქალბატონი თინათინ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.

საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ოთხივე ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. ამათგან ერთ ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კონკრეტულად კი დიდ დმანისში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო.


ნანახია: 1691-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა.
ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის მიზნით, შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის,
სოფელ წყალტუბოში 22 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნული არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წყალტუბოს

ამინდი