Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაქრაძე: ქუთაისში ერთი კაცი დადიოდა და იძახდა,ყოველი შემწვარი ქათამიდან ბარკალი სააკაშვილთან მიდისო

თარიღი : 28-09-2013, 18:56 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გასულ წელს გაცემული 83 დაპირებიდან 60-ზე მეტი შეუსრულებელი დარჩა. ამის შესახებ ბაქრაძემ ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაანცხცადა.
„მე ვარ მთავრობის ოპოზიცია, მაგრამ არასდროს ვიქნები, ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ოპოზიცია. მთავრობას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მას საქმეს გააკეთებინებს და დაპირებებს შეასრულებინებს. მე დავდივარ ყველა რაიონში და ვეკითხები ხალხს, დაპირებული 100 ქარხნიდან, ერთ-ერთი თუ არის მათ რაიონში. გაკეთებულ საქმეს თუ დამანახებენ, კამერების წინაშე არ მომერიდება მთავრობის ქება. პრობლემა ამაში მდგომარეობს და არა იმაში, რომ ვინმეს გაკეთებულის დანახვა არ უნდა. ნეტავ აშენდეს რამე და ვინ შეუშლის ხელს,“ - აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძის თქმით, გასულ წელს მთავრობა საწვავისა და გაზის ტარიფების შემცირებას ჰპირდებოდა მოსახლეობას, თუმცა ვერ შეძლო.
„მე არ ვაპირებ ახლა ვიარო და ვიძახო, რომ საწვავის გაყიდვიდან ფული ხელისუფლების ჯიბეში მიდის. როგორც ქუთაისში გასულ ზაფხულს ერთი ადამიანი როიმ დადიოდა და იძახდა, ყოველი შემწვარი ქათამიდან ბარკალი სააკაშვილთან მიდისო,“ - ამბობს ბაქრაძე.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას მოუწოდა, კარგად გაარჩიონ რომელი კანდიდატი რა საარჩევნო პროგრამას სთავაზობთ.


ნანახია: 3037-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბი გახსნა. ბაქრაძე
„ეს არჩევნები განმსაზღვრელია ჩვენი მომავლისათვის და ის იქნება გადამწყვეტი არჩევნები,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ის ქვეყნის მშენებლობის კუთხით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის
„ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძისა და ქუთაისელი ამომრჩევლის შეხვედრა ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში,
პარტია 'ევროპული საქართველო' დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 18:00 საათზე, ქუთაისში, სპორტის სასახლეში

ამინდი