"ტყიბულის რაიონს დაცლა ემუქრება," - ელისო ჩაფიძე პრემიერს მიმართავს

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის მაღალმთიანი რაიონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაჟორიტარი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ტრიპოლსკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილსა და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს მიმართავს.
"პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ზრუნვისათვის, რაც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების თვალსაზრისით მთავრობის ინიცირებულ კანონში გამოიხატა. ეს საკანონმდებლო აქტი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ათწლეულების განმავლობაში მოახდენს გავლენას საქართველოს რეგიონების განვითარებაზე.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ტყიბულის რაიონის სოფლები: ახალსოფელი, ბუეთი, გურნა, დაბაძველი, კისორეთი, მუხურა, ოჯოლა, საწირე, თავად ქალაქი ტყიბული, სოჩხეთი, ცუცხვათი, ძიროვანი, ძმუისი, წყნორი და ჯვარისა, მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრის ზემოთ. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მეტად მძიმეა. მოსახლეობის 10 პროცენტამდე სოციალურად დაუცველია. მცირე და მწირიმიწიანობის გამო სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი ვერ იძლევა ოჯახების რჩენის საშუალებას, სიკვდილიანობა ბევრად აჭარბებს შობადობას და თუკი ასე გაგრძელდა, ტყიბულის რაიონს დაცლა ემუქრება. ჩვენი მდგომარეობა, ისევე, როგორც მდებარობა და ზღვის დონე, უთანაბრდება რაჭა-ლეჩხუმის დემოგრაფიულ და სოციალურ მდგომარეობას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, განიხილოთ ტყიბულის რაიონისა და მისი სოფლებისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭების საკითხი," - ნათქვამია ელისო ჩაფიძის განცხადებაში.