ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუჩერდათ
თარიღი : 31-08-2015, 18:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა დეფიციტმა შესაძლოა სასამართლოს მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს. როგორც Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, სამოქალაქო მოსამართლეებს მალხაზ ჩუბინიძეს და ციცინო მოსიძეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ, ხოლო მათ წარმოებაში არსებული საქმეები მოსამართლე ციცინო კიკვაძეს გადაეწერა. შედეგად, სამოქალაქო საქმეთა განმხილველ მოსამართლეს ციცინო კიკვაძეს ერთობლიობაში 600-ზე მეტი საქმე აქვს წარმოებაში. აღნიშნული კი ერთი მოსამართლის მიერ პროცესების დანიშვნის პარალელურად, ახალი სარჩელების წარმოებაში მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების განცხადებების მიღების საკითხების განხილვას შეუძლებელს ხდის.
საკითხთან დაკავშირებით Topnews.com.ge იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების ვადის გასვლა სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას არ იწვევს. ვრცელი კომენტარისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააგენტოს თემის დეტალების გარკვევას დაპირდნენ.