ტყიბულში მეშახტეთა დღეს აღნიშნავენ
თარიღი : 30-08-2015, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტეთა პროფესიული დღე აღინიშნება, რომელიც კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი"-ს ორგანიზებით იმართება.
ამ წუთებში ქალაქის ცენტრში საბავშვო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას დედაქალაქიდან ჩასული ზღაპრისა და კინოს გმირები იღებენ, ქუჩებში ოჩოპინტრეები დადიან, სრულდება საცირკო ნომრები, ჟონგლიორებისა და ილუზიონისტების მონაწილეობით.
20:00 საათზე ტყიბულის თეატრის წინ აგებულ სცენაზე "ერისიონის" კონცერტი გაიმართება.
დღესვე ყველაზე რისკიანი, ყველაზე მამაცი პროფესიის ადამიანებს – მეშახტეებს, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემათ. ეს კომპანია "საქნახშირი ჯი–აი–ჯი" ჯგუფის ინიციატივაა და წარდგინება სახელმწიფო გადაწყვეტილებით დასრულდა.
ღირსების ორდენებითა და მედლებით 5 მეშახტე დაჯილდოვდება, სიგელები გადაეცემათ მეშახტეების მიერ დასახელებულ საუკეთესო მეშახტეებსაც".
ღონისძიებები ღამით გრანდიოზული ფოირვერკით დასრულდება.