"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - როზა დვალიშვილი
თარიღი : 30-08-2015, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ.
რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი როზა დვალიშვილია.
"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, უპირველესად შევარჩევდი გუნდს, ვისთან ერთადაც უნდა განვახორციელო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოები. ავარჩევდი ზნეობრივ, პროფესიონალ და ,,არასათავისოდ,, მომართულ ადამიანებს. ცოტა იდეალისტებსაც... ყველა სამსახურის ხელმძღვანელს ყოველდღიურად დაევალებოდა თავის დაქვემდებარებულ სფეროებში ფლობდნენ ზუსტ ინფორმაციას. ერთად მოვისმენდით და ვნახავდით ადგილზე მისვლით ამა თუ იმ პრობლემას. დაპირებას ვიდრე გავცემდი, დავფიქრდებოდი და თუ დავპირდებოდი, აუცილობლად შევუსრულებდი ჩემს თანაქალაქელებს. ვეცდებოდი პრიორიტეტები პროფესიონალებთან ერთად დამელაგებინა. ქალაქის მუნიციპალიტეტების მიხედვით გავაკეთებდი მცირე ტიპის საზაფხულო სცენებს ახალგაზრდებისათვის, ხოლო დახურული ტიპის შეხვედრების კლუბებს ხანდაზმული ადამიანებისათვის. ქალაქის სანიმუშო სისუფთავე და დეკორატიული მოწყობა პრიორიტეტებს შორის უპირველესი იქნებოდა. გამოვაცხადებდი კონკურსს ახალგაზრდების მხარდასაჭერად მცირე ბიზნესში მათი ჩართვისათვის და საინტერესო პროექტებს დავუფინანსებდი. . აუცილებლად თანამშრომლებთან ერთად სავალდებულოს გავხდიდი თვეში ორჯერ მაინც თეატრებში, წარმოდგენებზე დასწრებას არამოსაწვევების ხარჯზე. შევხვდებოდი დასის წევრებს თავისუფალი საუბრებისათვის. არ შევიქმნიდი შთაბეჭდილებას ადამიანებზე თუნდაც უახლოესი გარემოცვის მიერ," -ამბობს როზა დვალიშვილი.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია.
რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.