ხარაგაულში ლიტერატურული კონკურსი მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი" მიმდინარეობს.
36-მა მონაწილემ საკონკურსო თემა ,,ზარის" შესახებ ნაწარმოები 24 საათის განმავლობაში უნდა შექმნას, ჟანრი შეუზღუდავია და საუკეთესო ნაშრომს საბოლოოდ სპეციალური ჟიური გამოავლენს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩასული კონკურსანტები 2 დღე ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშას ადმინისტრაციულ ერთეულში კარვებში იცხოვრებენ და კონკურსის ფარგლებში მიცემულ დავალებას შეასრულებენ. ,,ოდეონის" მონაწილეები არიან: წიგნების ავტორები, სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები და პრიზიორები, მათ შორის არის ლიტერატურული კონკურსის ,,საბას" გამარჯვებულები.
კონკურსის გახსნას იმერეთის ვიცე-გუბერნატორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი "ოდეონი" 10 წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სხვადსხვა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წელს სოფელ ღორეშაში მოეწყო.