Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 4 პირი დააკავა

თარიღი : 29-08-2015, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 4 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულია ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ლენგსუე ჭ, სასტუმრო „კოლხეთის“ მფლობელი, 1963 წელს დაბადებული ნანა ა, ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გუანხუეი შ. და სასტუმრო „ვიქტორიას“ ადმინისტრატორი, 1959 წელს დაბადებული მარინე გ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.


ნანახია: 2478-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა.
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ქუთაისში სასტუმრო "ვიქტორია"-ს მესაკუთრე არჩილ ტ.ადმინისტრატორი მარინა ლ. სასტუმრო
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შპს "საუნა-ბარ ხოზეს" მენეჯერები: 1971 წელს დაბადებული მზევინარ ვ. და 1985 წელს
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ყალბი დიპლომის დამზადების და გასაღების ბრალდებით დაკავებულია 1959 წელს დაბადებული ნიკოლოზ თ.

ამინდი