იტვირთება

ვინ არის ქალი, ვინც სამტრედიის შესასვლელში საკუთარი ხარჯებით ბურთს ძეგლი დაუდგა?

ვინ არის ქალი, ვინც სამტრედიის შესასვლელში საკუთარი ხარჯებით ბურთს ძეგლი დაუდგა?

შორენა ამაღლობელი, რომელმაც სამტრედიის შესასვლელში ბურთი საკუთარი სახსრებით დადგა, განცხადებას ავრცელებს.

"ქალაქ სამტრედიის შესასვლელთან ჩემ მიერ დადგმული ბურთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო.  ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის-სამტრედიისა და იქ მცხოვრები,  ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანების მიმართ. ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს! 

წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში.  

კარგია, რომ დღის თემა პატარა ქალაქში დადგმული ბურთი გახდა, რადგან ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდი სპორტული ისტორია აქვს ჩემს მშობლიურ სამტრედიას,"-წერს ამაღლობელი.

ცნობისთვის, სამტრედიის შესასვლელში ბურთის განთავსებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურთი კახა კალაძის მამას, კარლო კალაძეს იუბილეზე უსახსოვრეს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები