Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში 10-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

თარიღი : 28-08-2015, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ათამდე პროექტი ერთდროულად ხორციელდება.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. სპორტის სასახლის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დარბაზები, გასახდელები, შეიცვლება კომუნიკაციის სისტემაც და მოხდება შესაბამისი ინვენტარის შეძენა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. რაც შეეხება საცურაო აუზს, რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე დაიწყო და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია ძირითადი და მცირე ზომის აუზებისა და ტრიბუნების მშენებლობა. ამჟამად ფასადის კეთილმოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის მოზაიკით მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებზე 50 ადგილობრივია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების სპურტული კომპლექსის მშენებლობისთვის 200 000 ლარამდეა გამოყოფილი და იგი უახლოეს დღეებში გაიხსნება.


ნანახია: 2264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლაში 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება.
მონიტორინგის ფარგლებში გუბერნატორი საირხე-ჭორვილა-გორისის საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიმდინარეობას
სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა და რეგიონის პირველმა პირებმა დაათვალიერეს.
გივი ჭიჭინაძემ ხონის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ამინდი