ნატოს გენერალურმა მდივანმა კუნძულ უტოიაზე მოკლული ქუთაისელი გოგონას ოჯახთან შეხვედრა მოითხოვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს მიიღო.
ვიზიტის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახს შეხვდება და მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ორმაგი ტერაქტი მოაწყო. თავდაპირველად მან ოსლოში სამთავრობო მანქანა ააფეთქა, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდები დაცხრილა. სულ მისი ქმედებების გამო 77 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ქართველი - თამთა ლიპარტელიანი.