ქუთაისში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემებზე და მუნიციპალური თავშესაფრის მოწყობაზე იმსჯელეს
თარიღი : 27-08-2015, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები

"ევრაზიის ცხოველთა უფლებების " ყრილობის ფარგლებში ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცხოველთა პოპულაციის მართვის ჰუმანურ გზებზე, მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრის მოწყობასა და მის ეფექტურ მონიტორინგზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ იმერეთის გუბერნიის, ქუთაისის საკრებულოსა და ქალაქის მერიის წარმომადგენლები. ასევე ის ინდმეწარმეები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ევთანაზიის მიზნით მიუსაფარ ცხოველთა აყვანას ახორციელებენ.
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებმა იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებს დასავლეთ საქართველოში რეგიონალური თავშესარის მოწყობასთან დაკავშირებით თავიანთი წინადადება გააცნეს.