Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ხალხის წადილს სისხლიანი იმპერიის მცდელობები ვერ შეაფერხებს"

თარიღი : 26-08-2015, 16:40 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში თვლიან, რომ უკრაინა არის და მომავალშიც იქნება ევროპის სამაგალითო ქვეყანა.

Topnews.com.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ მიმდინარე ომი დღეს უკრაინაში მძვინვარებს. ჩვენს რეგიონში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველდღიურ ხასიათს ატარებს და უკრაინაც გმირობის უპრეცედენტო მაგალითს იძლევა.

რუსეთის ფედერაციის მცდელობას, ბოროტების იმპერიის საზღვრები აღადგინოს, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნება უპირისპირდება. ნება–უკრაინის დამოუკიდებლობაა!

თავისუფლების მოყვარე ხალხის წადილს სისხლიანი იმპერიის მცდელობები ვერ შეაფერხებს.უკრაინა არის და მომავალშიც იქნება ევროპის სამაგალითო ქვეყანა.
მტრული ძალების მუხლჩაუხრელი "გარჯის" მიუხედავად საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! გმირ უკრაინელ ხალხს, ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!," - ნათქვამია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ნანახია: 1620-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ცივილიზაციის და კულტურის ნაწილია და მის აღნიშნულ მდგომარეობას
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ მომხდარს გამოიძიებენ.
აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორის თქმით, ის შეშფოთებულია ვლადიმერ პუტინის იმ გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზე ყირიმში რუსი სამხედროები
აქცია 17 ივლისს, 18:00 საათზე, მესხიშვილის თეატრთან არის ჩანიშნული.