ქუთაისის მერია სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ახდენს
თარიღი : 26-08-2015, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში არსებულ სასფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოეწყო საფიჩხიის სასფლაოს მისასვლელი და შიდა გზა. სამუშაოები ამჟამად ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ სასაფლაოზე მიმდინარეობს. პროცესის მიმდინარეობას ქუთაისის მერი დაესწრო. სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოებს შპს „GEO Construction” ახორციელებს.
„ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აქტიურად ვახორციელებთ. წელს უპრეცედენტოდ დიდი და მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში. სასაფლაოებთან მისასვლელები ამ დრომდე სავალალო მდგომარეობაში იყო, ამიტომაც ჩვენ მიზნად დავისახეთ მისასვლელი გზები მოვაწესრიგოთ,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ცნობისთვის, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციაზე 113 373 ლარი იხარჯება. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გზების მოწესრიგების გარდა, სასაფლაოების ტერიტორიაზე ასევე ხდება ღვარსადენების აღდგენა-მოწესრიგება. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.