იმერეთის გუბერნატორი უკრაინიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შეხვდა
თარიღი : 26-08-2015, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
უკრაინელმა ბავშვებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოში მოწვევისთვის და გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
"მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას ყველაზე რთული პერიოდი აქვს გადავწყვიტეთ მოზარდები საქართველოში ჩამოგვეყვანეთ და დასვენების საშუალება მოგვეცა", აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
უკრაინელმა ახალგაზრდებმა ქუთაისში დაგეგმილ კონცერტშიც მიიღეს მონაწილეობა. პროექტ ,,ზაფხულის საღამოები 2015“–ის ფარგლებში ანსამბლმა ,,არაბესკები“ 5 ნომერი შეასრულეს, მათ შორის იყო ქართული ეროვნული ცეკვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი და უკრაინელი ბავშვების დამეგობრების მიზნით დაბა ურეკში ერთ კვირიანი ბანაკი მოეწყო.