იმერეთიდან აჭარაში 2 სამაშველი ეკიპაჟი გაგზავნეს
თარიღი : 26-08-2015, 00:27 | კატეგორია: ახალი ამბები
ძლიერი წვიმის გამო აჭარაში იმერეთის სამაშველო ჯგუფების გაგზავნა გახდა საჭირო.
როგორც topnews.com.ge-ს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა ანდრო სამხარაძემ განუცხადა, ეკიპაჟები ქუთაისიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა და ისინი მთელი ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში იმუშავებენ.
"დაახლოებით 10-მდე ადამიანი წავედით. ქობულეთსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ჩავატარებთ. "- განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დატბორილია ქუჩები, წყალი ჩავიდა სარდაფებში და დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ახლახანს კი თბილისიდან ოთხი სამაშველო ჯგუფი წავიდა, ქუთისიდან ორი ერთეული მანქანა და სამეგრელოდან - სამი.