ქუთაისელი ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ
თარიღი : 28-09-2013, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები

„არა ოკუპაციას“, „ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ“, „გამოვფხილზდეთ,“ - ამ სლოგანებით ქუთაისში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ქუთაისელმა ჟურნალისტებმა იმ კოლეგებს გამოუცხადეს სოლიდარობა, რომლებმაც რუსი სამხედროების მიერ საზღვრისპირა სოფლებში დემარკაციის პროცესის განახლება სოფელ დვანში გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ქმედება, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო საქართველოს მიმართ ახორციელებს, სწორი არ არის. მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ვითარების განმუხტვას დასავლეთი უნდა შეეცადოს.
„საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ დასავლეთმა ხმა აიმაღლოს და რუსეთმა მცოცაცი აგრესია შეაჩეროს,“ – ამბობს ჟურნალისტი, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.