"გვიშველეთ, მზიან ამინდში მტვერში, წვიმისას კი წყალში ვიხრჩობით"- ქუთაისელების თხოვნა ხელისუფლებას

ქუთაისში, თავისუფლების პირველ შესახვევში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
დასახლებაში მცხოვრებთა თქმით, თვეების წინ, მათ ქუჩაზე რეაბილიტაციის მიზნით, არსებული ძველის ასფალტის საფარი აიღეს რის გამოც, ადგილობრივების თქმით, სამ თვეზე მეტია მათ ქუჩაზე მზიან ამინდში მტვერის ბუღი დგას, წვიმაში კიდევ სახლებამდე მისასვლელი გზა იტბორება.
მოსახლეობის თქმით, მათ ქუთაისის მერიასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ქალაქის ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
"სკოლა იწყება, ბავშვებს რა ეშველება არ ვიცი. გუბეებში უნდა იხტუნავო, რომ ცენტრალურ გზაზე გახვიდე. ცხოვრება გაუსაძლის პირობებში გვიწევს. ჯერ იყო და მზიან ამინდებში მტვერი გვახრჩობდა, ახლა კიდევ სახლამდე მისასვლელი გზები დაგვეტბორა",-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები როზეტა ნიკოლაძე.
გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და 2 კვირაში დასრულდება.