Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკაკი ბობოხიძე - იმერეთში სიმინდისა და თხილის მოსავალი სრულად განადგურებულია

თარიღი : 24-08-2015, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობა ზამთარში უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან სიმინდისა და თხილის მოსავალი სრულად განადგურებულია. ამის შესახებ ბობოხიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა პრობლემები შექმნა სტიქიამ კახეთში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები დიდია, ესაა ერთეული სოფლები. განსხვავებით დასავლეთ საქართველოსგან - იმერეთი და სამეგრელო ეკონომიკური კატასტროფის ზონაა. გვალვებიდან გამომდინარე, აქ ვერც ერთი გლეხი, 80% მაინც, ერთ მარცვალსაც ვერ შეიტანს ოჯახში. ამიტომ, მინდა ხელისუფლებას მივმართო და მოვუწოდო, რომ დროულად დაიწყოს სიტუაციის შესწავლა. მოსახლეობამ კი, რომელიც მთავრობისგან კომპენსაციის მიღებას შეჩვეული არაა, დროულად გააგებინოს აღნიშნულის შესახებ ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობას", - განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავი და მნიშნველოვანია ის ფაქტიც, რომ გვალვაზე დაზღვევა არ არსებობს.
"რაც შეეხება თხილის მოსავალს, ის ქარისგან დაზიანდა და დაზღვევა აქაც გამოუსადეგარია, რადგან დაზღვევა მხოლოდ ქარბობალასა და ქარიშხალზე ხდება. შედარებით სუსტ ქარზე კი არ ეზღვევა. ხელისუფლება შექმნილი მდგომარეობით დროულად უნდა დაინტერესდეს, რადგან წელს იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას შიმშილი ელოდება", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.


ნანახია: 2127-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი
დეპუტატ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ძეძილეთში გამარჯვება ნაციონალური მოძრაობისთვის პრინციპული იყო.
აკაკი ბობიხიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მარტო ბიძინა ივანიშვილს არ მოუტყუებია, ისინი მოატყუა იმ უამრავმა მათმა
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თხილზე ფასის ვარდნის შემდეგ, კვლავ გაჩნდა იმედი, რომ ქართული თხილი გაძვირდება.

ამინდი