ქუთაისელი თეთნულდელები მწვერვალ თეთნულდზე-ექსტრემალების ახდენილი ოცნება

ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდი"-ს წევრებმა მწვერვალი "თეთნულდი" დალაშქრეს. წარმატებული ასვლა მწვერვალ "თეთნულდზე" კლუბიდან გიორგი ენუქიძემ, თემო აფრიდონიძემ და გიორგი გიორგაძემ განახორციელეს.
მწვერვალი "თეთნულდი" მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4852 მეტრს შეადგენს. მწვერვალი ძირითადად აგებულია ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები: წანერი, ადიში და სხვა საერთო ფართით 46 კმ².
თეთნულდზე პირველად 1930 წელს ავიდნენ. მთამსვლელებს მაშინ ალექსანდრე ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.
კლუბ "თეთნულდი"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ენუქიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ერთკვირიანი ექსპედიციის დროს ორი მწვერვალი დალაშქრეს: შოდა-კედელა რაჭაში "თეთნულდი"-სვანეთში. კლუბის სახელობის მწვერვალზე მოხვედრა მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ქუთაისელმა ექსტრემალებმა მესამე ცდაზე სასურველ მიზანს მიაღწიეს.
"ორივე მწვერვალზე გვქონდა აქამდე გასვლები, თუმცა უშედეგოდ. უამინდობის და დროის უკმარისობის გამო უკან გვიწევდა მობრუნება. შოდა კედელა იმით იყო საინტერესო, რომ მანამდე არ ვიყავით ნამყოფი ამ მწვერვალზე და არ ვიცოდით გზაში რა სირთულე შეგვხვდებოდა, როგორ პირობებში მოგვიწევდა სიარული, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მწვერვალი ტექნიკურად რთული არ აღმოჩნდა. რაჭიდან საღამოს უღელტეხილით სვანეთში გადავედით და "თეღნულდზე" ასვლისთვის მზადება დავიწყეთ. პირველი ღამე 3 600 მეტრზე გავათიეთ და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შუალედური ბანაკი 4 100 მეტრზე, ქედის დასაწყისში მოგვეწყო, ხოლო მეორე დღეს დილით ადრიანად გავსულიყავით მწვერვალზე, თუმცა 4 100 მეტრამდე მიღწევა ასეთ შემთხვევაში მძიმე ტვირთით გვიწევდა და გზადაგზა საკმაოდ ბევრი მყინვარული ნაპრალი გვქონდა გადასასვლელი. ამ გზაზე შემოგვიერთდნენ პოლონელი მთამსვლელები, რომლებთან ერთადაც ავედით შუალედურ ბანაკში.

მწვერვალზე გასვლის დღეს ძლიერი ქარი იყო და ქედზე გვიწევდა სიარული, რის გამოც ასვლა რთულდებოდა. ასვლას ისიც ართულებდა, რომ სამკაციანი ჯგუფიდან ორი (17-18 წლის) პირველად იყო ასეთ სიმაღლეზე და მსგავს პირობეში საჭირო იყო უსაფრთხოებისთვის დაცვების კეთება, რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო, თუმცა მოვახერხეთ და ორ საათზე მწვერვალზეც ვიყავით," - ამბობს გიორგი ენუქიძე.
მთამსვლელის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ მწვერვალზე კლუბ "თეთნულდი"-ს სახელით მიდიოდნენ და მანამ სასურველ მწვერვალზე მოხვედრის ორი უშედეგო მცდელობა ჰქონდათ, მწვერვალზე ფეხის დადგმამ საოცარი შეგრძნება გამოიწვია.

"მწვერვალს რაც უფრო მიუხლოვდები, მით უფრო ხვდები რამდენი შეუძლია ადამიანს თუ მოინდომებს, იმოძრავებს სულ წინ და არ დაკარგავს განწყობას. ამაყიც ხარ, თავმდაბალიც და უკან დასაბრუნებელ გზაზეც ფიქრობ, სადაც უფრო მეტი ხიფათი გელოდება, ვიდრე ასვლისას," - ამბობს გიორგი ენუქიძე.

"მთავარია განწყობა", -ამ სლოგანით კლუბი "თეთნულდი" ქუთაისში დაახლოებით ორი წლის წინ დაარსდა. მის მიზანს ახალგაზრდა თაობებში მეკლდეურობისა და ალპინიზმის პროპაგანდა, ექსტრემალური, სამთო და სამოგზაურო ტურების მოწყობა წარმოადგენს. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია.