Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისსა და თბილისში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პოლიციამ შვიდი პირი დააკავა

თარიღი : 28-09-2013, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისსა და თბილისში, შსს-მ ე.წ. "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, დაკავებული არიან წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1990 წელს დაბადებული ლაშა ზ, 1983 წელს დაბადებული ირაკლი კ, 1985 წელს დაბადებული მირიან ჩ. და 1979 წელს დაბადებული ჯაბა ხ., ასევე 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ გ, 1985 წელს დაბადებული ამირან დ. და 1990 წელს დაბადებული ზვიად ე.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად ჩაატარეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრები არიან. საგამოძიებო მოქმედებების დროს ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები ე.წ. „ქურდული გარჩევის“ გზით მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).


ნანახია: 3072-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 'ქურდული სამყაროს' წევრობისა და 'კანონიერი ქურდობისთვის' სასჯელი გამკაცრდა, ხოლო 'ქურდული სამყაროს'
ხმაურიანი დაჭერა ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში.
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შპს "საუნა-ბარ ხოზეს" მენეჯერები: 1971 წელს დაბადებული მზევინარ ვ. და 1985 წელს

ამინდი