Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო", - ზაზა ზანგურაშვილი

თარიღი : 22-08-2015, 20:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ.
რუბრიკის მორიგი სტუმარი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი და ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის თანადამფუძნებელი ზაზა ზანგურაშვილია.


"კარგია გერქვას ქუთაისის მერი, მაგრამ არც ისე ადვილია საქმის კეთება როგორც ეს გარედან ჩანს, მიუხედავად ამისა, არის რიგი საკითხები, რომელიც ჩემი აზრით, რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს. როცა ვამბობ რაც შეიძლება მალე, ვგულისხმობ, რომ კარგი იქნებოდა უკვე გაკეთებული ყოფილიყო.

პირველ რიგში მიმაჩნია, რომ აუცილებელია ქუთაისს ჰქონდეს სპეციალური ქალაქის სტატუსი, რაც გამოხატული იქნება საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. სპეციალური ქალაქის სტატუსის მოთხოვნის საფუძველს კი ჩვენს მოსახლეობას საკმაოდ ლეგიტიმურად უჩენს მისი საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი.

სპეციალური ქალაქის სტატუსი გულისხმობს განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით ქუთაისის მართვას.
აგრეთვე აუცილებლად მიმაჩნია იმ მიწების თუ შენობების პრივატიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა და ვერ ხდება მათი ჯეროვანი გამოყენება. ხსენებული პრივატიზაცია კი მეტ დასაქმებულ მოქალაქეს და უფრო მეტ შემოსავალს მოგვიტანს.

აუცილებლად გასაკეთებელ საქმეშია მოსახსენებელი ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც ჩემი აზრით, უფრო მოქნილი და მოსახლეობის საჭიროებაზე ორენტირებული უნდა იყოს," - ამბობს ზაზა ზანგურაშვილი.

თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.


ნანახია: 3514-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
]თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
"ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ადამიანებს უნდა უყვარდეთ თავიანთი ქალაქი და შესაბამისად უვლიდნენ კიდეც".
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ

ამინდი