Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცნობილი ქუთაისელი ონკოლოგის მეუღლეს სიკვდილით ემუქრებიან-სკანდალური საქმის გაგრძელება

თარიღი : 22-08-2015, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცნობილი ქუთაისელი ონკოლოგის ირაკლი გოგოლაშვილის მეუღლე, ასევე ონკოლოგი სოფიო კვეტენაძე უცნობი პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებზე საუბრობს და სამართალდამცავებს მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად ზომების ოპერატიულად გატარებისაკენ მოუწოდებს.

ცნობილი ქუთაისელი პროფესორი, ონკოქირურგი, "პანტანასას" სახელობის მამოლოგიური და ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, ასევე, ყოფილი ონკოლოგიური ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგე ირაკლი გოგოლაშვილი 2015 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. გოგოლაშვილის სკანდალური საქმის დეტალებზეTopnews.com.ge მისი გარდაცვალების შემდეგ წერდა. გარდაცვლილის მეუღლე სოფიო კვეტენაძე აცხადებდა, რომ მისი მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მოცემულ საქმეზე სიახლე არც რამდენიმე თვის შემდეგ არის, რადგან როგორც სოფიო კვეტენაძე ამბობს, მეუღლის გარდაცვალების 6 თვის თავზე მისთვის გოგოლაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავაც ბურუსით მოცულია, ხოლო 6 თვის წინ გაჩენილი კითხვები-პასუხგაუცემელი.

http://topnews.com.ge/photo/news/1440246009.jpg


"ირაკლის გარდაცვალებიდან 6 თვე გავიდა, მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეულა. ველოდები იმ ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც ირაკლის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს. პარალელურად, ვახორციელებ უამრავი დაკარგული ნივთის მოძიებას. ირაკლი 23 იანვარს გარდაიცვალა, ხოლო ჩემი შესვლა სახლში პოლიციის დახმარებით 15 აპრილს მოხდა. პოლიციამ მაშინვე აღწერა დაკარგული ნივთები. მე ოფიციალურად მივმართე პოლიციის ნომერ მეორე განყოფილებას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულიყო გამოძიება. აქ საუბარია არა მარტო ჩემს ნივთებზე, არამედ ჩემი ნათესავების ნივთებზე, რომლებიც ჩემს საკუთრებაში მყოფ სახლში ინახებოდა და საკმაოდ ძვირადღირებულია. ნივთების გარკვეულ ნაწილს პოლიციამ ირაკლი გოგოლაშვილის დისშვილის სახლში მიაგნო, მაგრამ ძალიან ბევრი ნივთი არ ჩანს და ვიმედოვნებ, რომ შსს მაქსიმალურს გააკეთებს, რათა ეს ნივთები მოინახოს და იქნეს დაბრუნებული,“ –ამბობს სოფიო კვეტენაძე.

ირაკლი გოგოლაშვილის მეუღლის თქმით, გოგოლაშვილის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, 7 თებერვალს, „თი ბი სი ბანკიდან“ გოგოლაშვილის დედის ივეტა გოგოლაშვილის მიერ გატანილ იქნა ირაკლი გოგოლაშვილის საბანკო ანგარიშზე არსებული 12 000 აშშ დოლარი.

"ეს არის საშინელი კანონდარღვევა, რადგან თანხის გატანის მომენტისთვის ივეტა გოგოლაშვილს სამკვიდრო მოწმობა არ ჰქონდა. აღნიშნული მოწმობა მე და ივეტა გოგოლაშვილმა ავიღეთ მხოლოდ 28 ივლისს. „საქართველოს ბანკშიც“ არსებობდა გარკვეული თანხა ჩემი მეუღლის ანბგარიშზე, მაგრამ ბანკმა ეს თანხა მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გასცა 28 ივლისს. რა მოხდა თი ბისი ბანკში და რის საფუძველზე იქნა გაცემული თანხა, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს და ყველა იმ დოკუმენტს შეამოწმებს, რის საფუძველზეც თანხა გაიცა. გამოძიება მიმდინარეობს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც კი დავიწყე დავა, ჩემი მისამართით მაშინვე განხორციელდა მუქარის ზარები. 6 აგვისტოს ჩემი ქმრის დისშვილმა თამარ ბაქრაძემ დამირეკა და საზიზღარი სიტყვებით მაგინა. 12 აგვისტოს კი მამაკაცი მირეკავს, რომელიც სიკვდილით მემუქრება და მეუბნება: მალე მოკვდები, მიფრთხილდი, გაჩერდი, თორემ მიგაწევ შენს ქმარსო". 14 აგვისტოს სმს მოვიდა, სადაც ეწერა: "ძალიან ცოტა დრო დაგრჩა, ილოცე, მელოდე. ან სამსახურში მოკვდები ან სახლის კართანო". მე ვფიქრობ, რომ ქონებების გამო დაიწყო ჩემი დევნა. უკვე ის აზრი მიყალიბდება, რომ შესაძლებელია ჩემი ქმარი მოკლეს," - ამბობს სოფიო კვეტენაძე.







კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს მიმართ მუქარები ირაკლი გოგოლაშვილის ნათესავების მხრიდან ხორციელდება, სოფიო კვეტენაძე ამგვარად პასუხობს: "ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს მუქარის ზარები ირაკლი გოგოლაშვილის ნათესავებისგან ხორციელდება. ერთადერთი რაც უდავოა ის არის, რომ ამ საქმის უკან ადამიანების გარკვეული ჯგუფი დგას, რომელთა ვინაობა ალბათ ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისათვის. არსებული ვითარების ფონზე, ირაკლი გოგოლაშვილის მეუღლე სამართალდამცავ უწყებებს გოგოლაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებისა და მისი უსაფრთხოების დაცვის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. „დარწმუნებული ვარ და მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საქმის უკან რამდენიმე ადამიანი დგას. რაღაც ინფორმაცია ჩემთვის არის ცნობილი. რაღაც ინფორმაციას შსს ფლობს და იმედი მაქვს, მოვა დრო, როდესაც ამ საქმეზე ობიექტურობა დადგინდება. აუცილებლად მივმართავ შსს სამინისტროს. განვიცდი ძალიან დიდ სტრესს, რადგან ძალიან დიდი ხანია მიდის გამოძიება. ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. გაურკვეველია სად წავიდა სახლიდან გატანილი ამდენი ნივთი. მოვუწოდებ გამოძიებას, დაინტერესდეს რა ხდება აღნიშნულთან დაკავშირებით. დაადგინოს ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც მუქარის ზარებს ახორციელებს, რადგან მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება სართხის ქვეშ არის," - ამბობს სოფიო კვეტენაძე.

Topnews.com.ge ირაკლი გოგოლაშვილის დისშვილს თამარ ბაქრაძეს დაუკავშირდა. ბაქარაძის თქმით, მას და მის ოჯახს სოფიო კვეტენაძესთან კავშირი არ აქვთ. რაც შეეხება ქონებრივ დავას, თამარ ბაქრაძე ამბობს, რომ აღნიშნული მედიისთვის საინტერესო აღარ უნდა იყოს. მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებით ბაქრაძე აცხადებს, რომ რომ მისი ოჯახი მსგავს რაიმეს არ იკადრებს.

„ირაკლის და ჩვენი ოჯახის საქმე ნამდვილად არ არის ჟურნალისტების და საზოგადოების გასარჩევი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. რაზეც იყო საუბარი, ესეც ზედმეტი და ზედმეტი განხილვის საგანი იყო. არსებობს სატელეფონო ჩანაწერები პოლიციის მეორე განყოფილებაში. სოფიო კვეტენაძე თვითონ ურეკავს 80 წლის ბებიაჩემს. არ გვაინტერესებს რას იტყვის ეს ადამიანი. თუ უნდა კაცის მკვლელობა დამაბრალოს,“ -ამბობს თამარ ბაქრაძე.

ირაკლი გოგოლაშვილის მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარის ზარებთან დაკავშირებით Topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა. „სამართალდამცავებმა დაიწყეს მოკვლევა, მიაქცევენ ყურადღებას და ყველანაირი ზომები და რისკები იქნება გათვალისწინებული იმისათვის, რომ რაიმე არ მოხდეს,“ - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.


ნანახია: 5427-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობილი ქუთაისელი პროფესორის, ონკოლოგისა და ონკო ქირურგის ირაკლი გოგოლაშვილის გარდაცვალებიდან სამი თვე გავიდა.
როგორც ქალბატონი ამბობს, მისი სახელით ეელქტრონულ რეჟიმში შევიდა განაცხადი იუსტიციის სახლში, რომლის თანახმად, სოფო კვეტენაძის
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში 4 წლის წინ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ალა მატინოვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
ქუთაისში, შიანგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის სახელით მოქალაქისგან თანხის ამოღებას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ
"მივედი და ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და სიიდან ამოეწერათ, თუმცა იგი ისევ სიაში წერია"
14 წლის გოგონა ურეკის ერთ-ერთი სასტუმროდან 12 დღის წინ გაუჩინარდა.

ამინდი