ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის

ქუთაისში ავარიულ სახურავიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც 57 000 ქულას ქვემოთ აქვთ, ქუთაისის მერია დაზიანებულ სახურავს უცვლის. დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ერთ-ერთი ასეთი ოჯახი მოინახულა. კოტე მესხის # 12 -ში ოცსულიან ოჯახში ქალაქის მერმა სახურავის გადახურვის პროცესი შეამოწმა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „ამაგი“ ასრულებს.
,,შარშან აღნიშნული პროგრამა იყო საპილოტე და 33 სახლი გადაიხურა. მოქალაქეთა მოთხოვნის გამო პროგრამა წელსაც გაგრძელდა და დაფინანსება გაორმაგდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუთაისი პირველი ქალაქია სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამა ხორციელდება,“- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება. სამუშაოების ღირებულება 282 496 ლარს შეადგენს. პროექტი საბოოლოოდ სექტემბერში დასრულდება.