Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასწრაფო დახმარებამ ზესტაფონში სარდაფიდან გარემონტებულ შენობაში გადაინაცვლა

თარიღი : 22-08-2015, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირძე, ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ზესტაფონის რაიონული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში განთავსდა. ახლად რეაბილიტირებული ფართი 120 კვადრატულ მეტრს მოიცავს. გამოყოფილია მოსასვენებელი ოთახები ექიმების, ექთნებისა და მძღოლებისათვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ადმინისტრაციული შენობა.

ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი წლების განმავლობაში ერთ–ერთი დაწესებულების სარდაფში იყო განთავსებული. თანამშრომლებს მუშაობა არასახარბიელო პირობებში უწევდათ, რაც სამედიცინო პერსონალს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში უშლიდა ხელს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა იმერეთის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.


ნანახია: 2678-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ფილიალს 4 ახალი რეანიმობილი გადაეცა.
რავალპროფილიანი, 15 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება მუნიციპალიტეტში 2016 წლის ზაფხულში ამოქმედდება.
გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების ინვენტარით უკვე აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა.
ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
„ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაში არსებული ფართიდან სამსახურმა მისთვის განკუთვნილ შენობაში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სასწრაფო

ამინდი